საქართველო-აზერბაიჯანს შორის კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს
By

საქართველო-აზერბაიჯანს შორის კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულ ფუად აზიზოვთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 103 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა, სადაც ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებსა და კულტურის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ბანუ თერზიოღლუ, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე და მოწვეული სტუმრები.

 

  • No Comments
  • მაისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *