გაცნობითი შეხვედრები  – სამინისტროებში
By

გაცნობითი შეხვედრები  – სამინისტროებში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
შეხვედრებს მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანს მიმდინარე პროცესების განხილვა და გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სამომავლო განვითარების ხედვასა და პრიორიტეტებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი, მნიშვნელოვანი პროექტები რეგიონში ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნას.

– ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი და ამბიცია, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი გახდეს აჭარის რეგიონის სავიზიტო ბარათი! ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით არსებული კონკრეტული იდეა და ჩანაფიქრი ჩვენს გუნდთან ერთად, უმოკლეს პერიოდში ვაქციოთ მორიგ რეალიზებულ, მნიშვნელოვან სიახლედ და შესაძლებლობად ჩვენი მოსახლეობის და განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *