By
პროექტი გრძელდება
პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ ხულოს დრამატულ თეატრში კონცერტი სახელწოდებით „საგალობელი აპრილს“ გამართა. რეპერტუარი კლასიკურ და თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს აერთიანებდა.
პროექტი ,,კულტურა მთაში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს მთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას, ასევე, ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და გაძლიერებას.
ცოტნე ცაბაძე