გრან პრის ერთ-ერთ ეტაპს ბათუმი უმასპინძლებს
By

გრან პრის ერთ-ერთ ეტაპს ბათუმი უმასპინძლებს

ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა მომავალი სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ქართველ მოციგურავეებს გრან პრის ეტაპებზე,  ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ელით ასპარეზობა. იუნიორთა შორის გრან პრის ერთ-ერთ ეტაპს ბათუმის საციგურაო არენა უმასპინძლებს. შეჯიბრება 23-26 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს უფროსებში, მას შვეიცარიის ქალაქი ლოზანა უმასპინძლებს  მომავალი წლის 25-31 იანვარს, მსოფლიო ჩემპიონატს კი ფინეთის ქალაქი ტამპერე (15-21 მარტს).
გრან პრის ფინალი კი როგორც უფროსებში, ისე იუნიორებში, ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში 10-13 დეკემბერს გაიმართება.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აპრილი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *