By
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გეკა გელაძე გახდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულ კენჭისყრაში გეკა გელაძის კანდიდატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრამდე, დახურულ ფორმატში, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე, გეკა გელაძეს მოუსმინეს. პარლამენტმა გეკა გელაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.