„რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოებამდე მისასვლელი პირი არ აქვს“
By

„რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოებამდე მისასვლელი პირი არ აქვს“

„რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

„ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, მათ შორის, არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი. თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ არ აქვთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • აპრილი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *