გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ქართულ პოლიტიკას მალე სამართლებრივად ჩამოსცილდებიან
By

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ქართულ პოლიტიკას მალე სამართლებრივად ჩამოსცილდებიან

„ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ქართულ პოლიტიკას მალე სამართლებრივად ჩამოსცილდებიან, რათა მათი მეათე თუ მეოცე წრეზე წასვლები და ხალხის მოტყუება აღარ იყოს“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ხალხს ატყუებენ, ჩამოვდივართ, ხალხს ვესაუბრებითო.

„შემდეგ, ეს ხალხი მათ პარლამენტში აირჩევს და ისინი აღარ შემოდიან, მერე ერთმანეთს დაერევიან ხოლმე. შემდეგ, ვითომ, ერთად დგანან, თუმცა თან ისევ ერთმანეთს ჭამენ. ეს უკვე მერამდენედ ნახა ქართულმა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, მათ არც კარდაკარის პრინციპი უშველით, არც ეზო-ეზო სიარული, რადგან გაცხადებული აქვთ, მათი ლეგიტიმაცია არის უცხოეთი და მათი პატრონები არიან უცხოეთიდან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

  • No Comments
  • აპრილი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *