By
ყურადღება დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობებზე გამახვილდა
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს დმიტრო ბერეჟნის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმისა და უკრაინის მუნიციპალიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობებზე.
მერმა მადლობა გადაუხადა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს სტუმრობისთვის და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი საკონსულო საკითხებში ანდრი ბილიკი.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.