მუსიკოს-აკომპანიატორები დააჯილდოვეს
By

მუსიკოს-აკომპანიატორები დააჯილდოვეს

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ თბილისში გამართულ მუსიკოსთა დაჯილდოების ცერემონიაზე ის მუსიკოს-აკომპანიატორები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ემსახურებოდნენ და დღემდე ემსახურებიან  ქართულ ფოლკლორს, ქორეოგრაფიას და დიდი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში.

სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოებულთა შორის არიან  ა(ა)იპ „ქედის კულტურის ცენტრის“ მუსიკოს-აკომპანიატორები ნოდარ კახიძე და იმედა ფარტენაძე.

ქართული ხალხური მუსიკის განვითარება- პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი პრაქტიკული საქმიანობისთვის, მუსიკოს-აკომპანიატორ ნოდარ კახიძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მუსიკოს-აკომპანიატორის საპატიო წოდება და დაჯილდოვდა ხელოვნების ბრწყინვალების ორდენით.

ამავე სფეროში შეტანილი  წვლილისთვის ხელოვნების ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ბეთლემის“ ხელმძღვანელი, მუსიკოს-აკომპანიატორი იმედა ფარტენაძე.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აპრილი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *