„ანატოლიის ლირიკული მემკვიდრეობა“
By

 „ანატოლიის ლირიკული მემკვიდრეობა“

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გალა კონცერტი სახელწოდებით „ანატოლიის ლირიკული მემკვიდრეობა“ ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალის – „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ სტამბოლის ოპერისა და ბალეტის თეატრის ვარსკვლავები – სოპრანო დილრუბა ბილგი, ბარიტონი ჯანერ აკგუნი და პიანისტი ფუგენ იგიტგილი. საღამოზე შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების საოპერო არიები.

საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქალაქ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა ბანუ თერზიოღლუმ. მან ყურადღება გაამახვილა ქართველი და თურქი ხალხის მეგობრულ კავშირებსა და ერთობლივი კულტურული ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო ფესტივალი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ტარდება. იგი 21 აპრილს გაიხსნა და დღეს, 24 აპრილს დაიხურება. ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებდა კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ მსოფლიო დონის შემსრულებლები. გალა საღამოებზე შესრულდა ცნობილი კლასიკოსების გამორჩეული ნაწარმოებები.
ფესტივალის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.

  • No Comments
  • აპრილი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *