სატყეო ადმინისტრაციას ბეგლარ ბერიძე უხელმძღვანელებს
By

 სატყეო ადმინისტრაციას ბეგლარ ბერიძე უხელმძღვანელებს

რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო ქედის სატყეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ უფროსმა ელდარ ცინცაძემ, ქედის სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ბეგლარ ბერიძე წარუდგინა.

ბეგლარ ბერიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი საქმიანობდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ასევე, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ქედის სატყეო ადმინისტრაციაში. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ინჟინერ-მეტყევის სპეციალობით (სასოფლო-სამეურნეო მიმართულება).

წარდგენას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე  გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და აჭარის სატყეო სააგენტოს პასუხისმგებელი პირები.

წარდგენის შემდეგ, აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ქედის მუნიციპალიტეტის მერ მამუკა თურმანიძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა  სატყეო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აპრილი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *