By
თოვლი – აპრილის ბოლოს
24 აპრილს, ღამით, აჭარის მთიანეთის მეტწილ ტერიტორიაზე თოვლი მოვიდა. ინტენსიური თოვა დილის საათებშიც გაგრძელდა. თოვლის საფარმა ხულოს ცენტრში 15 სანტიმეტრს გადაჭარბა. თოვლს მთისპირა სოფლებში ტემპერატურის ვარდნა მოჰყვა, დაზიანდა ყვავილობაში შესული კურკოვანი და თესლოვანი ხეხილი, აღმოცენებული კარტოფილი.
1999 წლიდან მოყოლებული, აჭარის მთიანეთს ასეთი ჭირვეული გაზაფხული არ ახსოვს.
ცოტნე გაბაძე