დეკორატიული ნაძვის ნერგები დარგეს
By

დეკორატიული ნაძვის ნერგები დარგეს

შუახევში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში დაირგო დეკორატიული ნაძვის ნერგები.

2026 წლის დედამიწის დღის გზავნილია – „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს საზოგადოების ერთიან ძალისხმევას გარემოს დაცვის მიმართულებით. აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

– მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი გარემოს დაცვასა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი  გარემოს შექმნას,- გვითხრა ომარ ტაკიძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *