By
მარგუს ცაჰკნა – ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ
„ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე.
მარგუს ცაჰკნამ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
„ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს არღვევენ. ჩვენ ესტონეთში ამას უკვე ვაკეთებთ“.