ბავშვთა უსაფრთხოება – საფრთხის ქვეშ
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს, 1560 არასრულწლოვანზე ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა.
სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, ძალადობის სახეების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
ფიზიკური ძალადობა – 329 ბავშვი,
ფსიქოლოგიური ძალადობა – 594 ბავშვი,
სექსუალური ძალადობა – 170 ბავშვი,
უგულებელყოფა – 381 ბავშვი,
იძულება – 18 ბავშვი,
ეკონომიკური ძალადობა – 3 ბავშვი,
შრომითი ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი – 3 ბავშვი,
სექსუალური ექსპლუატაცია/ტრეფიკინგი – 6 ბავშვი,
სხვა – 56 ბავშვი.
ეს მონაცემები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას საზოგადოება. ბავშვთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ კონკრეტული უწყების პასუხისმგებლობა, ეს არის სახელმწიფოს, საზოგადოების და თითოეული ადამიანის საერთო ვალდებულება. აუცილებელია, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემო, სადაც ის დაცულად იგრძნობს თავს, თავისუფლად განვითარდება და მისი ფუნდამენტური უფლებები სრულად იქნება უზრუნველყოფილი.
სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალადობის პრევენცია იწყება ცნობიერების ამაღლებით, დროული რეაგირებით და ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გააძლიეროს როგორც პრევენციული, ისე რეაგირების სისტემები, რათა არცერთი შემთხვევა არ დარჩეს ყურადღების მიღმა.
ბავშვები საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია და მათი დაცვა ქვეყნის მომავლის დაცვასაც ნიშნავს. ამიტომ, აუცილებელია, ყველა შესაბამისმა უწყებამ და საზოგადოებამ ერთობლივად იმუშაოს, რათა თითოეული ბავშვის უფლება იყოს არა მხოლოდ დეკლარირებული, არამედ, რეალურად დაცული.
ნანა აბულაძე