ბერდელიძის – ოქრო, შამილიშვილის – ბრინჯაო
By

ბერდელიძის – ოქრო, შამილიშვილის – ბრინჯაო

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნებს შორის, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – რამინ შამილიშვილმა და გოდერძი ბერდელიძემ იასპარეზა.

შამილიშვილმა ატაცში ასპარეზობა 115 კილოგრამით დაიწყო, რასაც ადვილად გაუმკლავდა. შემდეგ 118 კგ აიტაცა, საბოლოოდ 122 კგ დააფიქსირა, რამაც მას ატაცში ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

რაც შეეხება ბერდელიძეს, მან ატაცში პირველ ცდაზე 123 კილოგრამის აწევა შეძლო, მეორე ცდა გაუფუჭდა (125 კგ), მაგრამ მესამე ცდა, დასკვნითი ეტაპი, კარგად დაასრულა, 125 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება მეორე მოძრაობას – აკვრას, ბერდელიძესთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მან პირველივე ცდაზე მხარი დაიზიანა და ორჭიდის მედლამდე ბრძოლა ვეღარ გააგრძელა. აკვრაში მედლისთვის შამილიშვილსაც ძალიან ცოტა დააკლდა – ორჭიდის ჯამში 268 კილოგრამი დააგროვა და საბოლოოდ, მეოთხე ადგილს დასჯერდა.

დღეს ქართველი სპორტსმენები არ გამოდიან, ხვალ კი ტატამზე არჩილ მალაყმაძესა (79 კგ კატეგორია) და მირანდა ჩუტკერაშვილს ვიხილავთ (69 კგ კატეგორია).

შეგახსენებთ, შეჯიბრებებზე დასწრება თავისუფალია.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *