პატარა ქვეყნის დიდი წარმატება
By

პატარა ქვეყნის დიდი წარმატება

თბილისში ჩატარებული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტსმენებმა წარმატებით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დედაქალაქმა ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ უმასპინძლა. პირველად ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან 2009 წელს ჩატარდა. სასიხარულოა, რომ ამჯერად საქართველოს ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე მედლების რაოდენობით ისტორიული შედეგი აჩვენეს და გუნდური პირველი ადგილი დაისაკუთრეს. ჯამში 7 მედალი მოვიპოვეთ – 4 ოქრო, ორი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო.

ოქროს მედლის მფლობელები ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ილია სულამანიძემ ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

 

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • აპრილი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *