მეცნიერების ჩართულობა – სამინისტროს პროგრამებში
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ საქმიანი შეხვედრა გამართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან გივი ჯაფარიძესთან. შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერების ჩართულობა სამინისტროს პროგრამებში.
მინისტრმა აკადემიის პრეზიდენტს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო, ასევე, ისაუბრა რეგიონში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე.
„აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორიენტირებულია აგროსექტორის მდგრად და ინოვაციურ განვითარებაზე. ჩვენი პრიორიტეტებია ფერმერთა მხარდაჭერა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება და ადგილობრივი წარმოების გაძლიერება. გვჯერა, რომ ამ მიზნების მიღწევა მეცნიერების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია,“ – განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა.
როგორც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გივი ჯაფარიძემ აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, სამეცნიერო ცოდნა გადავაქციოთ კონკრეტულ პროგრამებად და შედეგებად, რომლებიც რეალურ სარგებელს მოუტანს ფერმერებს და მთლიანად რეგიონს.“
შეხვედრის ბოლოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის, მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს აგრარული სექტორის მდგრად განვითარებასა და დარგობრივი პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და აკადემიკოსები.
გალერეა

