მინისტრმა საჩითილე მეურნეობა მოინახულა
By

მინისტრმა საჩითილე მეურნეობა მოინახულა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში მოწყობილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.

პროგრამის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოყვანილი ჩითილების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესება და რეგიონში ხარისხიანი და უხვი მოსავლის წარმოების ხელშეწყობა.

აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილია კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნის, ტკბილი წიწაკის, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, სალათის ფურცლისა და სხვა ბოსტნეულის დაახლოებით 300 000-მდე ჩითილი.

საჩითილე მეურნეობაში, ასევე, იმყოფებოდნენ, მინისტრის მოადგილეები, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელი პირები.

 

  • No Comments
  • აპრილი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *