ძველ ბულვარში, სადაც ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
By

ძველ ბულვარში, სადაც ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში გამოთავისუფლებული სივრცეების გამწვანება დაიწყო. ძველ ბულვარში, ფიჭვნარის ტერიტორიებზე, სადაც უნებართვო ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გამოთავისუფლებული სივრცეები პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება და ზღვისპირა ფიჭვის ახალი ნერგები ირგვება, უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია კორდის დაგება.

პარალელურად, ცალკეულ ლოკაციებზე დაგეგმილია ახალი რეკრეაციული სივრცეებისა და სკვერების მოწყობა, რომელთა დაგეგმარებაზე მუშაობა მიმდინარე პროცესშია.

განხორციელებული და დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა ბულვარის ეკოლოგიურ და რეკრეაციულ გარემოს.

 

  • No Comments
  • აპრილი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *