By
ბათუმის მერი მოსახლეობას შეხვდა
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძესთან ერთად, კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა გაიმართა კახაბრის ქუჩის მაცხოვრებლებთანაც, სადაც ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებაზე.
ბათუმის მერმა, შესაბამის სამსახურებთან ერთად, იმსჯელა კახაბრის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის საკითხზე და ხაზი გაუსვა კომპლექსური მიდგომისა და ეტაპობრივად განსახორციელებელი ღონისძიებების აუცილებლობას.
უახლოეს პერიოდში დაიწყება დეტალური შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა, რაც მიზნად ისახავს გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
გალერეა

