სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება
By

სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება

„თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

მან ასევე ისაუბრა სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეის შესახებ და აღნიშნა, რომ ღონისძიების ლაიტმოტივი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა.

„რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რომელიც ამ ღონისძიებასაც ლაიტმოტივად გასდევდა, იყო მშვიდობის დამყარება როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ზოგადად მსოფლიოში. ამ მხრივაც მოვისმენთ თურქული მხარის პოზიციებს და გავიგებთ, თუ რა ხდება მოლაპარაკებებში, რამდენადაც ამ მოლაპარაკებებში თურქეთი აქტიურად არის ჩართული.

ღონისძიება გრძელდება, ჩვენ ველოდებით, რომ მისი დასრულების შემდეგ იქნება რეზოლუცია, რომელიც ძირითადად დაეყრდნობა გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს და იქნება მოწოდება ყველა ქვეყნისათვის, რომ პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

 

  • No Comments
  • აპრილი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *