By
საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.