ამინდი გაუარესდება
By

ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აპრილი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *