By
ისრაელმა თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სამიზნე „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა“.
ღამით ირანმა იერუსალიმის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ისროლა. რაკეტების მოგერიებით გამოწვეული აფეთქებების ხმა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა.