By
მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ
მორწმუნეები დილიდან ბათუმის ორივე მეჩეთში შეიკრიბნენ. მლოცველთა სიმრავლის გამო, ბაირამის ლოცვაზე მისულთა ნაწილმა ღია ცის ქვეშ ილოცა. დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ლოცვის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა. „მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მართლმადიდებელ მრევლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი იყო რელიგიათაშორისი ურთიერთობის პატივისცემის, მშვიდობის, საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცების საქმეში,“ – თქვა ადამ შანთაძემ.