ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძის სამძიმარი
„დასრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიწიერი მოღვაწეობა. ამით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეპოქა დასრულდა, თუმცა ის სულიერი სიმტკიცე და სასოება, რომელიც მან ჩვენს გულებში დაამკვიდრა, მარადიულ მემკვიდრეობად გვრჩება.
ჩვენი ქალაქი მოკრძალებით ინახავს ახალგაზრდა ეპისკოპოსის ხსოვნას – ადამიანისას, რომელმაც რთულ წლებში, სწორედ წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან აანთო სულიერების პირველი სანთელი.
მისი ღვაწლი აჭარის აღორძინებასა და ჩვენი კუთხის ერთობის განმტკიცებაში ფასდაუდებელია.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით და პირადად, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დღეს ჩვენი ვალია, განსაკუთრებული გაფრთხილებით მოვეპყროთ იმ საგანძურს, რომლის შენებაც მან სწორედ აქედან დაიწყო.
მჯერა, მისი ლოცვა კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის მფარველი. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის ნათელ სულს“, – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.