By
„ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო“
საბერძნეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად დარჩება.
მისი გზა განუყოფლად იყო დაკავშირებული თანამედროვე საქართველოს გზასთან. რთულ და გარდამავალ პერიოდში ის იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო.
ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია განცხადებაში.