საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პატრიარქის გარდაცვალების გამო
„საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო“, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი ქართულ ენაზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს მისი შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ მეორესთან განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი“, – აცხადებს ელჩი.