სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს  – სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რე­ბის სამ­ძი­მა­რი
By

სა­ქარ­თვე­ლო გლო­ვობს  – სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რე­ბის სამ­ძი­მა­რი

ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა, სამ­ძიმ­რის ტექ­სტი კი­ე­ვი­სა და სრუ­ლი­ად უკ­რა­ი­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ეპი­ფა­ნემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. „მწუ­ხა­რე­ბი­თა და თა­ნაგ­რძნო­ბით მი­ვი­ღე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვრის, სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რის, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა ღმერ­თის, ეკ­ლე­სი­ი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბას მი­უ­ძღვნა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

კი­ე­ვი­სა და სრუ­ლი­ად უკ­რა­ი­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ეპი­ფა­ნე აცხა­დებს, რომ ილია II, მსა­ხუ­რე­ბის მრა­ვა­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მრა­ვა­ლი მორ­წმუ­ნის სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლი იყო და ცდი­ლობ­და რწმე­ნის გან­მტკი­ცე­ბას, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­ლი­ერ გა­ნახ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ათე­იზ­მის წლე­ბის შემ­დეგ.

„ჩვენ­თვის ასე­ვე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია, რომ მან მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და უკ­რა­ი­ნას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ სრულ­მას­შტა­ბი­ან შე­მოჭ­რას გა­ნიც­დის. პატ­რი­არქ ილია II-ის პი­როვ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ მთე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის. მის­მა მსა­ხუ­რე­ბამ მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი შთა­ა­გო­ნა, და­ეხ­მა­რა გან­საც­დე­ლე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და იმე­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთულ დრო­საც კი, გან­სა­კუთ­რე­ბით რუსი დამ­პყრობ­ლე­ბის მიერ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ომე­ბის დროს. გულ­წრფე­ლად ვუ­სამ­ძიმ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სებს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს და ყვე­ლა მორ­წმუ­ნეს, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს წი­ნამ­ძღვა­რი, ასე­ვე ქარ­თველ ხალ­ხს, რომ­ლის­თვი­საც ის არა მხო­ლოდ პატ­რი­არ­ქი, არა­მედ ნამ­დვი­ლი სუ­ლი­ე­რი მა­მაც იყო“, – წერს კი­ე­ვი­სა და სრუ­ლი­ად უკ­რა­ი­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ეპი­ფა­ნე.

რუ­მი­ნე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქი და­ნი­­ლი:

„ღრმა მწუ­ხა­რე­ბით შე­ვი­ტყვეთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ძმის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის, თა­ნა­მედ­რო­ვე მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის მა­ღალ­ღირ­სი მოღ­ვა­წი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის ურ­ყე­ვი აღმსა­რებ­ლის, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სიბ­რძნით მწყემ­სავ­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას რო­გორც გან­საც­დე­ლე­ბის, ასე­ვე, გა­ნახ­ლე­ბის პე­რი­ო­დებ­ში. რუ­მი­ნე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მორ­წმუ­ნე­ე­ბის სა­ხე­ლით, ვუ­სამ­ძიმ­რებთ წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას. მა­რა­დი­უ­ლი იყოს მისი ხსოვ­ნა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე!“- აღ­ნიშ­ნუ­ლია წერილში.

სა­ელ­ჩო­­ბი­ სამ­ძი­მა­რი

დი­ლი­დან თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო უსამ­ძიმ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­ძიმ­რის წე­რი­ლე­ბი, რო­მე­ლიც მათ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დებ­ზე ვრცელ­დე­ბა, ქარ­თულ ენა­ზეა და­წე­რი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშის სა­ელჩო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. „მისი ცხოვ­რე­ბა და უდი­დე­სი ღვაწ­ლი არას­დროს მი­ე­ცე­მა და­ვი­წყე­ბას. დაე, მშვი­დად გა­ნის­ვე­ნოს მის­მა სულ­მა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­­ლის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მია: „ის იყო სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლი გა­ნუ­ყოფ­ლად უკავ­შირ­დე­ბა ეროვ­ნულ გამ­თლი­ა­ნე­ბას, ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბი­სა და ხალ­ხის სა­ხე­ლით, ელჩი ვა­ლიდ აბუ ჰაია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო გულ­წრფელ სამ­ძი­მარს უცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას“.

საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში: „საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში გულ­წრფელ სამ­ძი­მარს უცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და მთელ ქარ­თველ ხალ­ხს მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­სა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის 141-ე წი­ნამ­ძღვრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

რო­გორც ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის ტრა­გი­კულ, ისე სა­სი­ხა­რუ­ლო მო­მენ­ტებ­ში, ის იყო ქარ­თვე­ლი ერის წი­ნამ­ძღო­ლი და მე­სა­ჭე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რა, რო­მელ­მაც გა­ა­ერ­თი­ა­ნა ქარ­თვე­ლე­ბი და ეკ­ლე­სი­ის ხან­გრძლივ ის­ტო­რი­ა­ში ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა და­ამ­კვიდ­რა. საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ი­დან ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნამ­დე და დღე­საც, მან უმ­თავ­რე­სი როლი ითა­მა­შა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი და სუ­ლი­ე­რი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. გახ­ლდათ რა ქარ­თვე­ლი ერის საყ­რდე­ნი თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიბ­რძნით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, მისი უწ­მინ­დე­სო­ბა ტო­ვებს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და შე­უდ­რეკ­ლო­ბის გზავ­ნილს, ურ­ყევ რწმე­ნას, სუ­ლი­ერ რე­ნე­სანსსა და 50 000-მდე ნათ­ლულს.

მისი გავ­ლი­ლი გზა მჭიდ­როდ არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბას­თან. გარ­და­მა­ვალ, ასე­ვე რთულ პე­რი­ოდ­ში, მან თავი და­იმ­კვიდ­რა, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფი­გუ­რამ, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი ღრმა ერ­თგუ­ლე­ბა ამოძ­რა­ვებ­და. ამ ეროვ­ნუ­ლი გლო­ვის ჟამს, საფ­რან­გე­თი გუ­ლი­თა­დად უერ­თდე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მწუ­ხა­რე­ბას“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­დე­თის სა­ელ­ჩო: „ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რი მა­მის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მისი უწ­მინ­დე­სო­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბა დარ­ჩე­ბა რო­გორც რწმე­ნის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მშვი­დო­ბის მა­გა­ლი­თი. ვუ­სამ­ძიმ­რებთ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას“.

პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო: „პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო თბი­ლის­ში გულ­წრფელ სამ­ძი­მარს უცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და ქარ­თველ ხალ­ხს მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­სა და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

მისი უწ­მინ­დე­სო­ბა სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც უმაღ­ლე­სი მო­რა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ქარ­თვე­ლი ერის სუ­ლი­ე­რი მამა და გან­საც­დე­ლის ჟამს გა­დარ­ჩე­ნის სიმ­ბო­ლო. მშვი­დო­ბით გა­ნის­ვე­ნოს მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ“.

თურ­ქე­თის სა­ელ­ჩო: „უწ­მინ­დე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი და­ნა­კარ­გია, ვი­ნა­ი­დან იგი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სუ­ლი­ე­რი მამა, მშვი­დო­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და ზნე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის საყ­რდე­ნი.

გულ­წრფელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ ქარ­თველ ხალ­ხს, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და ყვე­ლას, ვინც გლო­ვობს მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. ამ მწუ­ხა­რე­ბის ჟამს, გა­მოვ­ხა­ტავთ ჩვენს გულ­წრფელ თა­ნაგ­რძნო­ბას და სო­ლი­და­რო­ბას“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა: „ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რი მა­მის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას.

მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი შე­ას­რუ­ლა ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და მორ­წმუ­ნე­თათ­ვის ერ­თი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლოდ დარ­ჩა“.

„დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბით“, – წერს ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ბა­ი­ბა ბრა­ჟე X-ზე.

ის­რა­­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­დე­ონ სა­არ­მა „ტვი­ტერ­ზე“ პოს­ტი ქარ­თუ­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა: „დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბით. დი­ა­დი ლი­დე­რი, ის­რა­ე­ლი­სა და ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის მე­გო­ბა­რი“.

 

 

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *