აჭარის სატყეო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
By

აჭარის სატყეო სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და ახალი ხელმძღვანელი -ელდარ ცინცაძე წარუდგინა.

ელდარ ცინცაძეს სახელმწიფო სექტორში ხელმძღვანელ და წამყვან პოზიციებზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეკოლოგიური ექსპერტიზის სპეციალიზაციით.

მინისტრმა მოადგილის პოზიციაზე გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა, რომელიც პროფესიით სატყეო საქმის სპეციალისტია.

  • No Comments
  • მარტი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *