By
რუსებმა დნიპროს შეუტიეს, დაშავდა 10 ადამიანი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროს შეუტიეს. აფეთქების ტალღამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრანული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელ ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 12 წლის ბავშვიც არის.
„ხანძარი გაჩნდა. აფეთქების ტალღამ მრავალსართულიანი შენობა და ბანკი დააზიანა. დაშავებულია 10 ადამიანი“, – განაცხადა განჟამ.