საქართველო–შვეიცარიის პარტნიორობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში გაგრძელდება
By

საქართველო–შვეიცარიის პარტნიორობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში გაგრძელდება

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა ჰაიდი გრაუმ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკასა და უკვე განხორციელებულ პროექტებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მთავრობას მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივმა ინიციატივებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კლიმატის ცვლილებაზე ადაპტაციის, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და ცხოველთა რეგისტრაციისა და მიკვლევადობის მიმართულებებით.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, აღნიშნულმა პროექტებმა სექტორების ეფექტიანობის ზრდას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყო ხელი. მისივე თქმით, მიღწეული შედეგების გასაღრმავებლად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება, მათ შორის, ტყის მასივების ხელოვნური განაშენიანებისა და აგროდაზღვევის შვეიცარიული მოდელის გაზიარების მიმართულებით.
თავის მხრივ, ჰაიდი გრაუმ დაადასტურა, რომ შვეიცარია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *