აკადემიის სატრენინგო კურსი დასრულდა
By

აკადემიის სატრენინგო კურსი დასრულდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სატრენინგო კურსის დასრულების ღონისძიებას დაესწრო.

შეხვედრაზე მსმენელებს სატრენინგო კურსის წარმატებით დასრულებისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი ტარიელ ჭულუხაძე და სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენინგ კურსების მიზანი პროფესიული უნარების განმტკიცება, ცოდნის გაღრმავება, კარიერის მდგრადი განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობების გაზრდაა. ტრენინგები აჭარის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების 200-ზე მეტმა საჯარო მოხელემ გაიარა. სასწავლო კურსები 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდს მოიცავდა.

  • No Comments
  • თებერვალი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *