ირაკლი კიკვაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორია
By

ირაკლი კიკვაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს შვიდმა წევრმა გამოუცხადა.

ირაკლი კიკვაძემ  საბჭოს წევრებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ განვითარების ხედვა და კონცეფცია წარუდგინა, ასევე, სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. ის ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

  • No Comments
  • იანვარი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *