უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს
By

უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1977 წელს დაბადებული ე.ქ. 1982 წელს დაბადებული მ.უ. და 1975 წელს დაბადებულ ს.ქ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ გამოვლენილი ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მოქალაქის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მომზადებისთვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *