შუახევში საახალწლო სამზადისია
საინტერესო და შინაარსიანი იყო 2025 წელი შუახეველებისთვის. წლის დარჩენილ დღეებში ადგილობრივები კიდევ რიგი ღონისძიებების მოწმენი იქნებიან.
დაბა შუახევის ცენტრი უკვე მიმზიდველად გამოიყურება. რუსთაველის ქუჩაზე განალაგეს დეკორაციები, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხე დაიდგა. 26 დეკემბერს მთავარი საახალწლო
ღონისძიება გაიმართება. საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში, სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლაში.
– ახალ წელს ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის სიახლე მოაქვს. გვწამს, დამდეგი წელიც მშვიდობიანი, მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი იქნება. დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობა წინა წლებში მოპოვებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს საქმით განამტკიცებს, ცხოვრების დონეს აიმაღლებს, კულტურასა და სპორტში მოპოვებულ შედეგებს გააუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, ამ ყველაფერში შუახეველებმაც პირადი წვლილი გავიღოთ, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ.
ცოტნე ცაბაძე