გერმანიაში გამართულ კონფერენციაში აჭარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
By

გერმანიაში გამართულ კონფერენციაში აჭარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

5-7 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – ,,კულტურული მონაწილეობა და მოხალისეობრივი ჩართულობა, როგორც ლტოლვილთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის გასაღები“. კონფერენციაში აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი და ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ წევრები, გერმანული კომპანია „KulturLeben Berlin“ მიწვევითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.

მისასალმებელ სიტყვაში ვლადიმერ მგალობლიშვილმა ისაუბრა ქართული მრავალხმიანობის უნიკალურობასა და საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა აჭარის კულტურის სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე, რომელთა შორის სტრატეგიული ადგილი უკავია ეროვნული ფოლკლორის წარმოჩენა-პოპულარიზაციას და კულტურის ხელმისაწვდომობას ყველა სოციალური ჯგუფისთვის.

ანსამბლი „ბათუმი“ კონფერენციის მონაწილეების წინაშე რამდენიმე მუსიკალური ნომრით წარდგა. აჟღერდა ქართული ხალხური სიმღერები, ასევე, საგალობლები.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ლექციები და სემინარები, მონაწილეები დაესწრნენ ინკლუზიურ ორკესტრ „Utopia“-ს საახალწლო კონცერტს და ინკლუზიის პრიზის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიას.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, სამუშაო შეხვედრები გაიმართება კომპანია „KulturLeben Berlin“-ის წარმომადგენლებთან, რომელზეც აჭარის ვოკალურ ანსამბლ ,,ბათუმის“ 35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გერმანიაში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებასა და სამომავლო თანამშრომლობზე იმსჯელებენ.

  • No Comments
  • დეკემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *