ლევან რატიანი: ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს
By

ლევან რატიანი: ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს

„ჩემ ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით“,- ასე ეხმაურება თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, თითქოს ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ლევან რატიანის შეფასებით, სტატია საექიმო საქმიანობის პრინციპებს არღვევს და ამბობს, რომ ამის შესახებ ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს.

„ამდენი წელია მედიცინაში ვარ და არაერთი სტატია წამიკითხავს და არაერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს ნონსენსია მედიცინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული. სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. პირველი, ეს არის მორალი და მეორე – ეს არის რეგულირება. ამ მიმოხილვას, რაც გინდათ ის დაარქვით, მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას და ასე შემდეგ, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია. ჩემს სახელმწიფოში როცა ეს ხდება, ალბათ ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს ამის შესახებ“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

  • No Comments
  • დეკემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *