კულტურის პოლიტიკის გაძლიერებაზე იმსჯელეს
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან გიორგი გაბუნიასთან.
საუბარი შეეხო კულტურის პოლიტიკის გაძლიერების საკითხებს, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას. ასევე, იმსჯელეს, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სალოტბარო სკოლების განვითარებასა და მომავალი თაობის შემოქმედებით პროცესებში აქტიური ჩართვის უზრუნველყოფის საკითხებს.
გიორგი გაბუნიამ ელისო ბოლქვაძეს მადლობა გადაუხადა აჭარაში კულტურის სფეროს სტრატეგიული გაძლიერებისთვის, ფოლკლორული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და საერთაშორისო დონეზე სათანადო წარმოჩენისთვის.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე და ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი მადონა თევზაძე.