შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
By

შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. თარიღი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, საჭიროებების და შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანას“ ეწვია და მიმდინარე პროგრამებს გაეცნო, სადაც სპეციალურ კურსს გადის 6-დან 25 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე 60-მდე ბავშვი და ზრდასრული. ისინი უზრუნველყოფილნი არიან რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა სერვისით, ტრანსპორტირებით და კვებით.

მინისტრთან ერთად, ,,თანაში“ იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძე, რომელიც დღის ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდა და სარეაბილიტაციო სერვისების განხორციელების პროცესს გაეცნო.

  • No Comments
  • დეკემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *