By
ბათუმი მე-14 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს
ბათუმი 5-7 დეკემბერს სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-14 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს, რომელშიც ტრადიციულად, ადგილობრივი და უცხოური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
გამოფენა სასტუმრო ,,შერატონში’’ ჩატარდება. მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ როგორც სამშენებლო, ისე სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. ორგანიზატორები ფასდაკლებებს გვპირდებიან.
გამოფენა ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.
გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ,,ექსპო ბათუმია“. დასწრება თავისუფალია.