სკოლაში მიღების ახალი წესი – 6 წელი  სავალდებულო ზღვარი ხდება
By

სკოლაში მიღების ახალი წესი – 6 წელი  სავალდებულო ზღვარი ხდება

საქართველოს განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალი წლიდან სკოლებში მიიღებენ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებმაც 6 წლის ასაკს მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უკვე მიაღწიეს. უწყების ცნობით, ეს ცვლილება ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია.

მინისტრის განმარტებით, კვლევებმა აჩვენა, რომ 6 წლამდე ბავშვებს, რომლებიც სასწავლო პროცესში ჩაერთნენ, სოციალურ-ემოციური მზაობის გამო ინტეგრაცია უჭირდათ. სწორედ ამ მიზეზით და 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე გადასვლის გათვალისწინებით, სამინისტრომ  ახალი ასაკობრივი ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებმა სწავლის დაწყება შეძლონ მაშინ, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან. ამიტომ, შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პატარებს, რომლებსაც 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

  • No Comments
  • დეკემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *