მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა
By

მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე, ტურიზმის სფეროში პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს – MASHAV-ის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდა, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების, პროფესიული განვითარების, ინოვაციებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

  • No Comments
  • დეკემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *