საქართველო-ევროპის  ენერგო ხიდი – წყალქვეშა კაბელი PMI სტატუსით აღიარებულია
By

საქართველო-ევროპის  ენერგო ხიდი – წყალქვეშა კაბელი PMI სტატუსით აღიარებულია

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საერთო ინტერესის პროექტებისა“ (PCI) და „ორმხრივი ინტერესის პროექტების“ (PMI) სტატუსი ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა. როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, ამ 235 საზღვრისპირა პროექტის მხარდაჭერით, ევროკომისია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ენერგეტიკულ კავშირს აძლიერებს.
შერჩეული პროექტები ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებენ და დაჩქარებული ნებართვის გაცემისა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით ისარგებლებენ, რაც მათ რეალიზაციასა და დროულ მიწოდებას შეუწყობს ხელს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს პროექტები გააძლიერებს ენერგეტიკულ კავშირს მთელ ევროპის კონტინენტზე და მნიშვნელოვნად დააახლოებს ენერგოკავშირის სრულფასოვან შექმნასთან.

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *