By
ებრაელი ბლოგერები – აჭარული კერძების მომზადების მასტერკლასებზე
აჭარული კერძები ებრაელი გასტრო კონტენტ-კრეატორების ყურადღების ქვეშ მოექცა.
სინორი, ბორანო, იახნი, აჭარული ხაჭაპური და სხვა კერძების მომზადების მასტერკლასებს ისინი აჭარაში მოგზაურობისას დაესწრნენ.
გარდა რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების გაცნობისა, კონტენტ – კრეატორები სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ქედისა და ქობულეთის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს.
ბლოგერებმა მანდარინის კრეფის პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა და გამომწერებს აჭარის საშემოდგომო ტურისტული პროდუქტების შესახებ გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ.
