ირაკლი კობახიძე: რომის პაპთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოსა და ვატიკანს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებს
By

ირაკლი კობახიძე: რომის პაპთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოსა და ვატიკანს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებს

ვატიკანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შინაარსით მდიდარი იყო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე დაფუძნდა, რისთვისაც პაპს მადლობა გადაუხადა.

პრემიერის თქმით, საუბარი შეეხო როგორც რეგიონულ გამოწვევებს, ისე იმ საკითხებს, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო და თანამედროვე მსოფლიო დგას. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი ქრისტიანულ და ტრადიციულ ღირებულებებზე გაკეთდა, ღირებულებებზე, რომლის დაცვაც, კობახიძის თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლაა.

 

პრემიერ-მინისტრმა რომის პაპთან შეხვედრის გარდა, აღნიშნა სახელმწიფო მდივანთან გამართული დიალოგიც, რომლის დროსაც მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ვატიკანი მუდმივად გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ვატიკანში გამართული ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებისკენ და აძლიერებს რწმენას, რომ პარტნიორობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო აქტიური და მტკიცე იქნება.

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *