„ფერებით ცეკვა“ და „ფერია“ – დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია
By

„ფერებით ცეკვა“ და „ფერია“ – დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია

აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების ფარგლებში ორი დოკუმენტური ფილმის – „ფერების ცეკვა“ და ,,ფერია”, პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი ,,ფერების ცეკვა” ეძღვნება მაღალმთიან აჭარაში, სოფელ ღორჯომში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც უნიკალურ აჭარულ ნაქარგობებს ქმნიან. პროექტის მიზანია ფართო საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნოს ამ ხელსაქმით დაკავებული ქალები, მათი ყოფა-ცხოვრება და თამამი ფერებით გაჯერებული შემოქმედება. დოკუმენტური ფილმის ავტორია რეჟისორი ლენა ჭაღალიძე. პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართა ნაქარგობების გამოფენა.

დოკუმენტური ფილმი „ფერია“აჭარის რეგიონში არსებული კულტურულ-რელიგიური მრავალფეროვნებისა და თავისებურებების წარმოჩენას ისახავს მიზნად. პროექტის ავტორია რეჟისორი ნიკოლოზ ვერძაძე.

ღონისძიებას  აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *