პირველი სამუშაო შეხვედრა
ქედის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა მამუკა თურმანიძემ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა ყურადღება გაამახვილა გუნდური მუშაობის პრინციპებსა და უწყებათაშორისი კოორდინაციის მნიშვნელობაზე, რათა არსებული გამოწვევები ეფექტურად და მყისიერად გადაიჭრას, ჩვეულ რიტმში გაგრძელდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლა, გაუმჯობესდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა.
– მუნიციპალიტეტში აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. ჩემი მიზანია, თითოეული ქედელის ჩართულობითა და თანამშრომლობით, ქედის მუნიციპალიტეტი იქცეს კიდევ უფრო წარმატებულ და განვითარებულ თვითმმართველ ერთეულად, – თქვა მამუკა თურმანიძემ.
შეხვედრას მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის თანამშრომლები, მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე