19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“, დააკავეს
By

გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“, დააკავეს

ბიზნესმენი, კომპანია „სილქნეტის“ მფლობელი გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“, დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რეგისტრირებული იყო, თუმცა რამიშვილს მისი ტარების უფლება არ ჰქონდა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესმენი დიღმის იზოლატორში მისმა ადვოკატმა მოინახულა. ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი. გიორგი რამიშვილს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარუდგენენ. დღესვე ჩაინიშნება პროცესი, სადაც მოსამართლე მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *